მთავარი გვერდი

 მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო!

 ამ ბლოგზე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სოციალური ქსელების შესახებ ინფორმაცია.

ტერმინი „სოციალური ქსელი“ პირველად სოციოლოგიაში გაჩნდა, სადაც იგი ადამიანებს შორის კავშირებს აღწერდა. დღეს სოციალური ქსელები ინტერნეტში არსებობს და მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. მათი დახმარებით ადამიანები მარტივად ურთიერთობენ და აზიარებენ ინფორმაციას, სურათებსა და აზრებს. სოციალური ქსელების შინაარსს თავად მომხმარებლები ქმნიან, ამიტომ მათი მთავარი ღირებულება სწორედ ადამიანები არიან. თუმცა ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გამოყენებას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. დიდხანს სოციალურ ქსელებში ყოფნა შეიძლება ცუდად აისახოს ადამიანის ფსიქიკაზე და გამოიწვიოს დამოკიდებულება. განსაკუთრებით საფრთხე ემუქრება მოზარდებს, რომლებიც ხშირად დაუფიქრებლად აზიარებენ პირად ინფორმაციას. სპეციალისტების აზრით, მნიშვნელოვანია არა აკრძალვა, არამედ სწორი კონტროლი და ახსნა. სოციალური ქსელები არ უნდა ჩაანაცვლოს რეალურმა ცხოვრებამ. აუცილებელია ინტერნეტის ზომიერად გამოყენება და ბალანსის დაცვა ვირტუალურ და რეალურ ცხოვრებას შორის. წყარო


ჩვენი აზრით, სოციალური ქსელები ამარტივებს ურთიერთობას და ინფორმაციის მიღებას, თუმცა მათი გადაჭარბებული გამოყენება აშორებს ადამიანს რეალურ ცხოვრებას. განსაკუთრებით ზიანდება მოზარდების ფსიქიკა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ინტერნეტი უნდა გამოვიყენოთ ზომიერად და შევინარჩუნოთ ბალანსი ვირტუალურ და რეალურ ცხოვრებას შორის.  

ფოტო1



ფოტო2











ფოტო3


No comments:

Post a Comment

აზრობრივი რუკა

"მოვიძიეთ ინფორმაცია და შევადგინეთ აზრობრივი რუკა სოციალური ქსელების შესახებ და გიგზავნით".